რუსეთი სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელ შემოწმებას გეგმავს

რუსეთი სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელ შემოწმებას გეგმავს

რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელი შემოწმება ჩატარდება, - როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სამხრეთის სამხედრო ოლქში შედიან რუსული ჯარები, რომლებიც განლაგებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში.

შოიგუს დავალებით, შემოწმდება რამდენად არის მზად რუსეთის მეოთხე არმია მოწინააღმდეგის თავდასხმის მოსაგერიებლად და სტრატეგიული სამხედრო და სახელმწიფო ობიექტების დაცავად.

გარდა ამისა, მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში რუსეთის შავი ზღვიის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის ჯარები სხვადასხვა ამოცანებს შეასრულებენ.