ქუთაისში დავითობა აღინიშნა

ქუთაისში დავითობა აღინიშნა

ქუთაისში დავითობა აღინიშნა. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩოხოსნებთან დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავთანაც.

საღამოს ქუთაისში "დავითობასთან" დაკავშირებით კონცერტები გაიმართება.