ესპანეთის პოლიციამ

ესპანეთის პოლიციამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" და სხვა რადიკალურ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა, აქედან ხუთს ესპანეთის პასპორტი აქვს.

როგორც "ბიბისი" წერს დაკავებულები სირიელები, იორდანელები და მაროკოელები არიან.

სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილები ჰუმანიტარული დახმარების სახით სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტებს ფულს, იარაღს, კომპიუტერულ აღჭურვილობასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს უგზავნიდნენ.

პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ ისლამისტებმა ეჭვმიტანილებს არაერთხელ მიმართეს თხოვნით, მებრძოლებისთვის ქალები გაეგზავნათ.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, გასულ წელს ესპანეთში რადიკალურ დაჯგუფებებთან კავშირისთვის 102 ადამიანი დააკავეს, რაც 2014 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.