საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს

საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" აცნობეს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.