ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში საპროტესტო აქცია გაიმართა. 2 000-მდე მუსლიმმა ქალმა მარში გამართა და ახალი აკრძალვა გააპროტესტა, რომლის თანახმად, ბოსნიის სასამართლო დაწესებულებებში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის, ჰიჯაბის ტარება აიკრძალა.
გასულ თვეს მიღებული ცვლილებების თანახმად, აკრძალვა ყველა რელიგიურ ატრიბუტს ეხება, თუმცა ბოსნიის უმაღლესი სასამართლო საბჭოს ვერდიქტში მხოლოდ ჰიჯაბია ნახსენები.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა მოსაზრებით, აკრძალვა ბოსნიაში მცხოვრები მუსლიმი ქალების უფლებებს ზღუდავს.
ბოსნიაში მოსახლეობის 40% აღმსარებლობით მუსლიმია.