უკრაინის პროკურატურამ 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მკვლელობაში ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა გააკეთა, რომლის თქმით, იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება თითქმის დასრულებულია. "ნათელია, რომ თავისი ხალხის მეშვეობით მაიდანზე მკვლელობათა ორგანიზებას ხელმძღვანელობდა", - განაცხადა შოკინმა ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში.
როგორც "ბიბისი" წერს, რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია იარაღის ფრაგმენტები, რომლითაც საპროტესტო აქციების მონაწილეებს ესროდნენ.
2014 წლის ზამთარში, კიევში გამართული საპროტესტო აქციების დროს 106 ადამიანი მოკლეს.