იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება და დღის წესრიგის თანახმად, განსახილველი თემა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებული საკითხი იქნება.
არ არის გამორიცხული, იუსტიციის უმაღესი საბჭოს წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ იმ განცხადებაზეც იმსჯელოს, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებას შეეხება. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი თემა შესაძლოა მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საკითხიც იყოს.
როგორც ცნობილია, მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ ორი დღის წინ თავად თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, თუმცა ამასთან დაკავშირებით საბჭოში კომენტარი არ გაუკეთებიათ.