გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. ასათიანი თბილისში წუხელ ჩამოფრინდა.
მას მედიასთან კონკრეტულად არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.
როგორც მაკა ასათიანმა აღნიშნა, ის დღეს დილიდან "მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრებს გამართავს.
"ამ წუთას, ალბათ, შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ", - განაცხადა ასათიანმა.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა აღნიშნა, რომ გაჩაჩილაძე მისი ოჯახის წევრია.
"როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის არის ჩემი ოჯახის წევრი", - განაცხადა ასათიანმა.