ვარშავის სამიტზე ველოდები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას

ვარშავის სამიტზე ველოდები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას

ვარშავის ნატო-ს სამიტზე მე ველოდები სოლიდარობას, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ასევე ელოდება ნაბიჯებს არსებითი პაკეტის გასაძლიერებლად. "ეს არის საქართველოს პასუხისმგებლობა და ასევე ნატო-ს პასუხისმგებლობა. მე შემიძლია ვისაუბრო ნატო-ს მხრიდან, რომ ჩვენ ბოლომდე არ გაგვიკეთებია რაც საჭირო იყო. ვმუშაობთ ქართულ მხრესთან იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი მხრიდანაც ყველაფერი კეთდება", -აღნიშნა აპატურაიმ.