ესპანეთში ტერორისტული დაჯგუფებების 7 წევრი დააკავეს

ესპანეთში ტერორისტული დაჯგუფებების 7 წევრი დააკავეს

ესპანეთში ტერორისტული დაჯგუფებების, "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ან-ნუსრასთან" კავშირში მყოფი შვიდი ადამიანი დააკავეს. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციები მათ დასაკავებლად ალიკანტეში, ვალენსიასა და სეულში ჩაატარეს. 

დაკავებულთა შორის ოთხი ესპანეთის, დანარჩენები კი სირიისა და მაროკოს მოქალაქეები არიან. დაჯგუფების წევრები ერთიანდებოდნენ ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაციებში, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ და ლოგისტიკით იყვნენ დაკავებულები.

2015 წლის დასაწყისიდან ესპანეთში ტერორიზმთან კავშირისთვის 82 ადამიანია დაკავებული.