პაატა ბურჭულაძის ფონდის ოფისი ბათუმშიც გაიხსნა

პაატა ბურჭულაძის ფონდის ოფისი ბათუმშიც გაიხსნა

"საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისი ბათუმშიც გაიხსნა. მემედ აბაშიძის #43-ში მდებარე ოფისი პაატა ბურჭულაძემ ფონდის წევრებთან და ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერა.

ფონდის ხელმძღვანელმა რეგიონული ცენტრის წარმომადგენლად გიგა ფარტენაძე წარადგინა, შემდეგ კი სასტუმრო "ინტურისტებში" ბათუმელებთან შეხვედრა გამართა.

"მე მოველოდი ცუდს, მაგრამ არის ძალიან ცუდი", - ასე გამოეხმაურა "საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას. როგორც მან აღნიშნა, დღეს აჭარლების პრობლემებს მოისმენს და კრიზისის დაძლევის გეგმას შეიმუშავებს.

"ჩვენი ოფისი გაიხსნა აჭარაში. ეს უკვე მეექვსე რეგიონული ოფისია. სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სავალალოა საქართველოში. დღეს ჩვენ მოვისმენთ აჭარლების პრობლემებს. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ ეს ყველაფერი და ერთად შევიმუშაოთ ის გეგმა, როგორ შეიძლება ამ ღრმა კრიზისიდან ამოვიდეს ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ფონდის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელებმა ადგილობრივებს ფონდის ხედვები და მიზნები გააცნეს.

"საქართველოს განვითარების ფონდი" რეგიონული ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს. ფონდის რეგიონული ოფისები უკვე გაიხსნა თელავში, რუსთავში, ახალციხეში, ოზურგეთსა და ქუთაისში.