ილია მეორე:   ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიწიერ გამოცდას ღირსეულად აიტანს

ილია მეორე: ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიწიერ გამოცდას ღირსეულად აიტანს

ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა.

მისი თქმით, დრონი იცვლებიან და დროსთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც. "ბედნიერია ის ერი, რომლებიც იცვლებიან, ადიან სრულყოფილების კიბეზე, ადიან მაღლა, მაგრამ არიან ადამიანები და ერი, რომლებიც მიდიან დაბლა და ეცემიან. ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ასევე ბედნიერია ის ადამიანი, ვისთანაც უფალია. "ღმერთმა ინებოს, რომ მარტო არასდროს ვიყოთ და ჩვენთან იყოს უფალი", - აღნიშნა ილია მეორემ.