ვიქტორ დოლიძე:

ვიქტორ დოლიძე: "თავისუფალი დემოკრატები" გავაწევრიანებთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში

"თავისუფალი დემოკრატები" გავაწევრიანებთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში. აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ პარტიის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა.

ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში იმ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა განახორციელეს.

"ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა იმ პერიოდში, როცა ჩვენ მთავრობაში ვიყავით. მივაღწიეთ და საფუძველი ჩავუყარეთ ისეთ შედეგებს, რასაც ვიზის ლიბერალიზაცია ჰქვია და რაც კიდევ უფრო გაგვიხსნის გზას აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, რომ რეინტეგრაციის პროცესი დაიწყოს. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მათ, თუ რატომ არის უფრო უკეთესი ევროპული და ევროატლანტიკური საქართველო და არა ის პირობები, რა პირობებშიც მათ ცხოვრება უწევთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.