გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მიერ შორეული რაკეტის გაშვება გახდა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის ინიციატორი სამხრეთ კორეაა. სხდომა ნიუ იორკის დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათი) გაიმართება.
რაკეტა, რომლითაც ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, კოსმოსში სატელიტი უნდა გაიგზავნოს, დღეს დილით ადრე გაუშვეს. ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილება დაგმეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებით, ფხენიანი ამგვარად ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გეგმავს.