საქართველოში დღეს და ხვალ წვიმა შენარჩუნდება

საქართველოში დღეს და ხვალ წვიმა შენარჩუნდება

საქართველოში დღეს და ხვალ წვიმა შენარჩუნდება სინოპტიკოსები დღეს და ხვალ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში წვიმას პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, წვიმაა მოსალოდნელი დღეს და ხვალ თბილისშიც, ხოლო 9 თებერვალს, ღამით შესაძლებელია მცირე თოვაც. 

ნიორაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში 9 თებერვლიდან დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცივი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

"დღეს წვიმა იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ასევე იქნება ქარი. მთაში და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს, ზოგან ქარბუქიც არის მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ კიდევ უფრო დაიწევს ტემპერატურა. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 3-8 გრადუსის ფარგლებში. ზეგ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი სიცივე რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება", - განაცხადა ნიორაძემ.