H1N1 ვირუსით ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, პაციენტი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. 

მისივე ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონის მცხოვრებია. 

დღემდე გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა, 257 შემთხვევა H1N1 ვირუსზე მოდის, დანარჩენი კი , H3N1-ია.