რუსეთში Ан-2-ის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი რეისს სტერლიტამაკიდან ორსკის მიმართულებით ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო "ტასი" ავრცელებს.
თვითმფრინავის ნაწილები ორსკის მახლობლად იქნა აღმოჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი მეტოროლოგიური პირობები იყო.