პაატა ბურჭულაძე ქუთაისში

პაატა ბურჭულაძე ქუთაისში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისს გახსნის

პაატა ბურჭულაძე ქუთაისში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისს გახსნის "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისს ეწვია. ბურჭულაძემ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სიმბოლურად ხე დარგო. 

დღესვე დაგეგმილია თამარ მეფის 21 ნომერში ფონდის რეგიონალური ოფისის გახსნა. ქუთაისში ბურჭულაძესთან ერთად იმყოფება იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, თუმცა მეფარიშვილმა ფონდთან კავშირსა და სამომავლო გეგმებზე მედიასთან არ ისაუბრა.

საღამოს კი სასტუმრო "ბაგრატში" ბურჭულაძე საზოგადოებას შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
"საქართველოს განვითარების ფონდი" რეგიონალური ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.