იუსტიციის საბჭოში მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

იუსტიციის საბჭოში მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, მდივანი საბჭოს წევრებს შეხვდება და მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააკეთონ თუ არა კომენტარი.

"ამასთან დაკავშირებით ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ. იქედან გამომდინარე, რომ საბჭო უნდა შეიკრიბოს და მდივანი საბჭოს წევრებთან შეკრების შემდეგ ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააკეთონ თუ არა კომენტარი. მე ვესაუბრე ლევან მურუსიძეს და ეს პასუხი მაქვს, რომ ჯერ ამასთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს", - განაცხადეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "აიპრესმა" მამუკა ახვლედიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ახვლედიანი აცხადებს, რომ ამის მიზეზი მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები გახდა.