სირიაში რუსეთის ქმედებებმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია. ამის შესახებ განცხადება "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა.
მისივე თქმით, მოსკოვი სირიაში თავისუფალი ვარდნის ბომბებს იყენებენ. "ეს უნდა შეწყდეს", - აღნიშნა მან.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, არაერთი წინადადებით გამოვიდა, თუმცა, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღნიშნულ ინიციატივებს ის მხოლოდ სირიაში დაბომბვების გადასაფარად იყენებს.
მსგავსი ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერსაც გამოითქვა. თუმცა, მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.