ნიუ-იორკში, მანჰეტენზე უზარმაზარი ამწე წაიქცა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტი West Broadway-ის ტერიტორიაზე მოხდა. ჩამოვარდნილმა ამწემ ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები დააზიანა. ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს თქმით, ამწეს ჩამოვადნის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.
გავრცელებული ცნობით, ამწეს დახმარებით ერთ-ერთ შენობაზე კონდინცირების სისტემის დამონტაჟებას ცდილობდნენ. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.