8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს, დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს. 7-8 თებერვალს კი საქართველოში დღის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. კერძოდ, 7 თებერვალს დასავლეთ საქართველოში წვიმის სახით, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვაა მოსალოდნელი, მთასა და მაღალმთაში იქნება თოვლი.
6 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 15-20 გრადუსი.
თბილისში 6 თებერვალს, დღისით 17 გრადუსი იქნება, 7 თებერვალს – 7 გრადუსი, 8 თებერვალს - 5 გრადუსი დაფიქსირდება.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.
7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში. 7 თებერვალს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი, 8 თებერვალს – 1-6 გრადუსი.