ირლანდიის ერთ-ერთ სასტუმროში სროლას მსხვერპლი მოყვა

ირლანდიის ერთ-ერთ სასტუმროში სროლას მსხვერპლი მოყვა

დუბლინში, ერთ-ერთ სასტუმროში სროლების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ "ესოშიეითედ პრესი" იუწყება. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული და დაჭრილები არიან 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

სროლები სასტუმრო "Regency Hotel"-ში მოხდა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. იქ კრივის მოყვარულები არიან შეკრებილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებს უნიფორმა ეცვათ და შეიარაღებული იყვნენ ავტომატური იარაღებით.