ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ნიუ-იორკში სამშენებლო ამწის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს.
შემთხვევა დაახლოებით დილის 08:30 საათზე, მანჰეტენის ქვედა ნაწილში მოხდა. ამწე ქუჩის სავალ ნაწილში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქუჩაზე პარკირებულ ავტომანქანებს დაეცა.
პოლიციის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ საბოლოო არ არის და ის შესაძლოა, შეიცვალოს.