თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თურქეთის მიერ სირიაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებულ განცხადებას "სასაცილოს" უწოდებს.
"რუსეთის ამ განცხადებაზე ვიცინი. ამჟამად რუსეთი თავად ახორციელებს სირიაში შეჭრას. თურქეთი არ აპირებს და არც დაფიქრებულა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელებასა და შეჭრაზე", - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთი შედის კოალიციის შემადგენლობაში, რომელიც ურთიერთმოქმედებს მოკავშირეებთან ერთად და ასე გააგრძელებს. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არასოდეს იმოქმედებს მარტო.