კახა კალაძე:

კახა კალაძე: "გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის

მიღწეული. როგორც კალაძემ არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "გაზპრომთან" მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მოლაპარაკებებში პოლიტიკურ კონტექსტს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებში იმ მოცულობებზე, რაზეც დღეს საუბარი მიმდინარეობს, არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები "გაზპრომთან" ყოველწლიურად. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულის მიუხედავად აშენებდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ დღეს ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაც ან რაღაცეების ხარჯზე დავანგრიო", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის არის ამ დარგის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე.

"ჩემი და სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პირადი ვალდებულება და მოვალეობაა, უზრუნველყოფა მოვახდინოთ იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებაშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თვალსაზრისით", – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს, მინისტრს რუსული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მომავალ თარიღზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს. მისივე თქმით, არც შეთანხმება არ არის მიღწეული.

"შეთანხმება ვერ არის მიღწეული და ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მყარი შეხედულებები და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვიღოთ მაქსიმალური შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი უარს იტყვის საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდებაზე და სომხეთის უზრუნველყოფას ირანის მეშვეობით მოახდენს, კახა კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მათი მხრიდან ეს იყო გაჟღერებული.

"რეალურად რომ შევხედოთ, დღეს ირანი სომხეთს ბუნებრივი აირის გარკვეულ მოცულობას აწვდის და სომხეთი მას ელექტროენერგიის სახით უბრუნებს. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ამ მილში მოხდეს 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის დამატებითი მოცულობების გატარება. ეს მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნას, რადგან 2 მილიარდ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი ბუნებრივი აირის გატარება ხდება დღეს საქართველოს გავლით. თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ამის შესაძლებლობა "გაზპრომს" ექნება. თუმცა, ეს კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს არსებული ტრანზიტი", - განაცხადა კალაძემ.