გიორგი კვირიკაშვილი დღეს პრემიერ მინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო

გიორგი კვირიკაშვილი დღეს პრემიერ მინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო "მაესტრომ"

პრემიერ მინისტრს შევახსენებ - ის დღეს პრემიერ მინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო "მაესტრომ", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტნიორთა საბჭოს მიერ დირექტორის უფლებამოსილებაშეწყვეტილმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის აზრს ვეღარ ხედავს. "პრემიერ მინისტრთან შეხვედრას აზრი აღარ აქვს, რადგან მან უკვე პასუხი გამცა. პრემიერ მინისტრს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ის დღეს პრემიერ მინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო "მაესტრომ". ამიტომ, როგორც მოვიდა პრემიერ მინისტრად, ისე ნუ გააკეთებენ, რომ ისევ ისე წავიდეს. პრემიერ მინისტრობა არის ძალიან ხანმოკლე, ისევე, როგორც ჩვენი პოზიციები. ჯერ ჩვენ ვართ, ადამიანები, შემდეგ პრემიერ მინისტრები, დირექტორები და ჟურნალისტები. სამწუხაროა, რომ იქ, სადღაც, მაღლა ეს ყველაფერი ავიწყდებათ ხოლმე", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.