გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ბავარიაში მოხუცი ცოლ-ქმარი გაძარცვა გერმანულმა ტელეარხმა "ARD"-მა ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.
გერმანული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ცნობით, ბავარიის ქალაქ ერლანგენში მცხოვრები პენსიონერი ცოლ-ქმარი ქართველი დამნაშავეების მსხვერპლი გახდა.
დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ მათი სახლი გაძარცვეს, საიდანაც 300 ევროს ოდენობის თანხა და ძვირფასეულობა გაიტანეს.
ამასთან, გერმანული მედიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფებების რიცხვმა იმატა.
პოლიციის ცნობით, მათ გერმანიას მილიონობით ზარალი მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ გერმანული მედია ქართველების მიერ ძარცვის ფაქტებზე ხშირად წერს.