"მაესტრო 24"-ის მაუწყებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვისაც არ უნდოდა "მაესტროდან" წავსულიყავი , - ამის შესახებ ჟუნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ის და "მაესტროს" სხვა თანამშრომლები "მაესტრო 24"-თან, ბაია გადაბაძემ განაცხადა: "ჯერ ვერ გეტყვით".
მისივე თქმით, ჯერჯერობით მუშავდება სამოქმედო გეგმა.
"ზუსტად რომ გვეცოდინება რას მოვიმოქმედებთ, მედიას შევატყობინებთ", - განაცხადა გადაბაძემ.