"იტარ-ტასი" - "ინტერ რაოს" მიერ 2015 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 18,5 პროცენტით შემცირდა

რუსული ენერგოკომპანია "ინტერ რაოს" მიერ 2015 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 18,5 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ "იტარ-ტასი" კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. 

გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში "ინტერ რაომ" 2015 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტი 24,6 პროცენტით გაზარდა, რამაც 17 492 მილიარდ კვ.სთ შეადგინა. "ფინეთში ექპორტი 13 პროცენტით გაიზარდა და 3,383 მილიარდი კვ.სთ შეადგინა, ჩინეთში 2,3 პროცენტით შემცირდა და 3,299 მილიარდი კვ.სთ შეადგინა, ბელორუსში ექსპორტი 1,425 მილიარდ კვ.სთ-დან 2,815 მილიარდ კვსთ-მდე გაიზარდა. 18,5 პროცენტით შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა საქართველოში და 0,511 მილიონი კვ.სთ შეადგინა", - წერს რუსული მედია. 

რაც შეეხება უკრაინას, გავრცელებული ცნობით, რუსულმა ენერგოკომპანიამ ამ ქვეყანაში ექსპორტი 2014 წელთან შედარებით 2015 წელს 14-ჯერ გაზარდა.