საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძეს, როგორც მეგობარს შეხვდა და მას "მაესტროს" საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ასე უპასუხა კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა შეფასებას გააკეთებდა ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
"მე მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა. არანაირი კავშირი ამას "მაესტროს" საქმეთან არ ჰქონდა. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.