ამერიკული ორგანიზაცია - რუსეთს შეუძლია 36-60 საათში მიაღწიოს რიგამდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეიჭრას და ნატო-ს ძალები გამოსცადოს

ამერიკული ორგანიზაცია - რუსეთს შეუძლია 36-60 საათში მიაღწიოს რიგამდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეიჭრას და ნატო-ს ძალები გამოსცადოს

რუსეთს შეუძლია 36-60 საათში მიაღწიოს რიგამდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეიჭრას და ამით ნატო-ს ძალები გამოსცადოს, - ამის შესახებ ამერიკული ორგანიზაცია The Rand Corporation-ის კვლევაშია ნათქვამი. 

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და ათასობით სამხედრო უნდა განალაგონ ბალტიისპირეთში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბირთვული ესკალაციის ან კაპიტულაციის რისკები არსებობს. 

"გამოიკვეთა, რომ ნატო-ს არ შეუძლია წარმატებით დაიცვას ყველაზე დაუცველი წევრი ქვეყნების ტერიტორია", - წერია ანგარიშში. 

კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის საფრთხეების შემცირება იაფი არ დაუჯდება, ამისთვის წელიწადში დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.

"ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებზე სამჯერ განახორციელა თავდასხმა. მის მიერ უკრაინაში მეორე შეჭრა ჯერ კიდევ გრძელდება", - წერია კვლევაში. 
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვის პერიფერიებზე რუსული გავლენის გავრცელების მცდელობამ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში კვლავ საფრთხეები წარმოშვა.