ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ესპანეთში ორსულ ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ეს ევროპაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებული კოლუმბიაში იმყოფებოდა. 

ზიკას ვირუსი, რომელიც ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული, ნაყოფში ტვინის განუვითარებლობას - მიკროცეფალიას იწვევს. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაისხან იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც ზიკას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ. 

ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. 

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ვირუსით შესაძლოა, უკვე 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული. დაიფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-სა და დანიაშიც. ვირუსის სიმპტომებს სიცხე, თავის ტკივილი და კონიუქტივიტი წარმოადგენს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მას სიმპტომები არ აქვს, რის გამოც რთულია მისი გამოვლენა.