თბილისი მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქია და ჩვენი ვალია, წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროექტი საშუალებას იძლევა, "მივხედოთ და მოვუაროთ თბილისს, აღვადგინოთ ძველი უბნები და მათ ახალი ენერგია ჩავბეროთ ".
"თბილისი მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებული ადამიანებით და ჩვენი ვალია, რომ წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ. განვავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ქალაქი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ჩვენი ქალაქის ვიზიტორებისთვის, ტურისტებისთვის იყოს ეს ქალაქი მიმზიდველი და ძალიან საინტერესო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.