გორის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე მსჯელობს

გორის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე მსჯელობს

გორის საკრებულო თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე მსჯელობს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ორი მთავარი საკითხი განიხლება: ქალაქ გორის ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტი და საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. 

ერთი თვის წინ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის" წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის 5 წევრის იმპიჩმენტი მოითხოვეს. დღევანდელ სხდომაზე სწორედ აღნიშნული საკითხებია მთავარი განსახილველი. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ უსწრებდა გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება, სოსო ფალელაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარეობასთან ერთად კოალიციის რიგებიც დატოვა. იმპიჩმენტის დასაყენებლად სწორედ ფალელაშვილის ხმაა გადამწყვეტი. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. აქედან "ქართული ოცნებაში" წევრი დარჩა. 

გორის ადმინისტრაციულ შენობაში დილიდან დაცვის პოლიციის წარმომადგენლების სიმრავლე შეინიშნება.