საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს იმედი აქვს, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოს მიღწეული პროგრესი ნატო-სთან მიმართებაში დაფიქსირდება და პოზიტიურად შეფასდება.
როგორც ჯანელიძე აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ნატო-სთან მიმართებაში აქვს და იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის თავსებადობას ალიანსთან კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
"კარგი განცხადებები გაკეთდა გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან, როდესაც წარმოდგენილი იქნა 2015 წლის ანგარიში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, ალიანსის წევრ ქვეყნებთან და მოველით, რომ წელს, ვარშავის სამიტზე, კიდევ ერთხელ იქნება დაფიქსირებული ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით და იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს თავსებადობას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს", - განაცხადა ჯანელიძემ.