"ისლამური სახელმწიფოს" კავკასიის ბატალიონი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი ანდრე პრჟეზდომსკი აცხადებს.
"რუსულმა სპეცსამსახურებმა იციან, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი დაჯგუფება რუსეთსა და ევროპაში ტერაქტებს გეგმავს. ჩვენ ვსაუბრობთ ბატალიონზე, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიელებით არის დაკომპლექტებული, მას ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს", - აცხადებს პრჟეზდომსკი.
ახმედ ჩატაევი 2011 წელს ბულგარეთში იყო დაკავებული, თუმცა, სასამართლომ მისი რუსეთში ექსტრადირებაზე უარი თქვა. რუსეთში ის ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. მას ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს.