გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. 
ინციდენტის განსამუხტად ადგილზე მისული იყო პოლიცია. იქ იმყოფებოდნენ ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სერგო რატიანი, კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია. 

ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა, ჰქონდა იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღიანი პირი პოლიციამ გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. 
როგორც გარდაბნის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მომხდარს საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ინციდენტის პროვოცირებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებენ, რასაც "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

მომხდართან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გარდაბნის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი იგეგმება.