დღესდღეობით ენერგეტიკა არის ყველაზე საინტერესო და მძლავრი მიმართულება

დღესდღეობით ენერგეტიკა არის ყველაზე საინტერესო და მძლავრი მიმართულება

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში  პოლიტიკაში მოსვლის  მიზეზებზე ისაუბრა. კალაძის  განცხადებით, მან პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ივანიშვილმა 2011 წელს ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.

კახა კალაძისთვის ენერგეტიკის სფერო უცხო არ ყოფილა. მას ჰქონდა კომპანია, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობდა.  კალაძის განცხადებით,  გარდა ამ ბიზნესისა ამ სფეროში მთავრობაში მოსვლამდე არასოდეს უმუშავია. 

 „მე მქონდა ბიზნესი, კომპანია რომელიც მონაწილეობდა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. ეს დიდი ხნის წინ იყო. მას მერე რაც მინისტრი გავხდი ეს ბიზნესი გავყიდე და შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ დღესდღეობით ენერგეტიკა არის ყველაზე საინტერესო და მძლავრი მიმართულება. ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ჩამოდის და დებს ფულს, აშენებენ ახალ ჰიდროელექტროსადგურებს.“-განაცხადა კლაძემ.