საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია, ჩვენ რამოდენიმე წყაროდან ვიღებთ აირს

საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია, ჩვენ რამოდენიმე წყაროდან ვიღებთ აირს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში „გაზპრომის“ თემაზე საუბრობს. მისი შეფასებით მილერი ძლიერია მოლაპარაკებებში, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველო არაფერს დათმობს.

კალაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია, რადგან გაზს რამოდენიმე წყაროდან ვიღებთ, კერძოდ:  „სოკარიდან“ „შაჰდენიზის“ კონცერნიდან და „გაზპრომიდან“.

„მილერი, რომ ძლიერია მოალაპარაკებებში, არ ნიშნავს რომ ქართული მხარე რამეს დათმობს. ამიტომ გრძელდება ეს მოლაპარაკებები ამდენ ხანს. ყველაფერი იოლი რომ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, დიდი ხნის წინ იქნებოდა ხელმოწერილი ყველაფერი. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. მე ვთვლი რომ საქართველო ახლა პრიორიტეტულ მდგომარეობაშია. ჩვენ რამოდენიმე წყაროდან ვიღებთ აირს: აზერბაიჯანული კომპანიიდან „სოკარი“, „შაჰდენიზის“ კონცერნიდან და რუსული „გაზპრომიდან“.  მე ვფიქრობ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ენდომებოდა ყოფილიყო ისეთ სიატუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა დღესდღეობით. ბუნებრივია, რომ მე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი გამოვიყენებ ამ სიტუაციას. მე რამოდენიმეჯერ ვთქვი რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია“. - განაცხადა კახა კალაძემ