ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ

ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ

ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ, გარე ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ, - ამის შესახებ საუბარია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2015 წლის ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"აღმოსავლეთში ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ გარე ზეწოლასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. ჩვენ მათ სხვადასხვა გზით ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

ნატო-ს გენერალური მდივანი ყოველწლიურ ტრადიციულ ანგარიშს 29 იანვარს, პრესკონფერენციაზე წარადგენს.