ჰააგის პროკურატურის გამოძება 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს შეეხება

ჰააგის პროკურატურის გამოძება 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს შეეხება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტოს ომის შედეგად, 8 000-ზე მეტი ქართველის სახლია დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველია მოკლული და 20 000-მდე პირი საკუთარ მიწაზე დევნილი გახდა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ომს რომელიც აგვისტოში თავს დაატყდა საქართველოს ჰქონდა თავისი ძალიან სერიოზული წინაპირობები.

"როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით რაც დღეს მას აქვს, 8 000-ზე მეტი ქართველის სახლია დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველია მოკლული და 20 000-მდე პირი დევნილი შეიქმნა. პოზიტიურია და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმე თვიან პერიოდზე. კერძოდ, 2008 წლის 1-ლი ივლისიდან, 2008 წლის 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორც მხარემ, რომელიც ითანამშრომლებს ჰააგის პროკურორთან, რომ ომს, რომელიც აგვისტოში თავს დაატყდა საქართველოს ჰქონდა თავისი ძალიან სერიოზული წინაპირობები. მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ მთლიანად ეს საქმე ამ ნებართვის შედეგად მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. ეს იქნება სამართლებრივი პროცესი, რომელის განმავლობაში ჩვენ აქტიურად, როგორც დღემდე, ვითანამშრომლებთ ჰააგის პროკურორთან. გადაწყვეტილებაში არის ცალმხრივად ნათქვამი, რომ აგვისტოში 2008 წლისა, სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ გამოძიების ფარგლებში საქართველოს აქვს განზრახვა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვიქმნის კარგ საფუძველს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ, დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ერთი თვის მანძილზე, ეს ვადა იუსტიციის სამინისტროს ქალბატონმა ბენსუდამ გუშინ მოგვცა, ისევე როგორც რუსულ მხარეს, მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, იმისთვის, რომ მან ეფექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება შეძლოს", - განაცხადა წულუკიანმა.