იმდენად გაიხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი ბიჭი, რომ ფატალური შეცდომა დაუშვა

იმდენად გაიხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი ბიჭი, რომ ფატალური შეცდომა დაუშვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მიერ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

ალეკო ელისაშვილის მიერ ზაუტაშვილის მონახულების ფაქტს ბესელია Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"გუშინ არ მეცალა მასხარადქცეული ელისაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოვხმაურებოდი. ღირს კი? უკვე ხომ ყველაფერი თავადვე აღიარა, რომ წინასწარდაგეგმილი დანაშაულებრივი ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო. თავადვე გაიხლართა ამ სცენარში. რამდენიმე მარტივი კითხვა: 1. რა სტატუსით შევიდა მოწმე ელისაშვილი მოწმე ზაუტაშვილთან? 2. რატომ საჯაროდ არ განაცხადა ამის თაობაზე? 3. რატომ შესთავაზა მისი სასურველი ადვოკატი პატიმარ ზაუტაშვილს, როდესაც მას ჰყავს უკვე ადვოკატი (ელისაშვილს არ მოსწონს ადვოკატის განცხადებები)? 4. რას და რატომ დაჰპირდა ელისაშვილი ზაუტაშვილს? 5. მოწმე (ამ ეტაპზე) მოწმეს სასურველი ადვოკატის აყვანას სთავაზობს საჯაროდ და არის თუ არა ეს ღია უკანონო ქმედება? 6. რა სტატუსით უნდა დაეხმაროს უკვე ყოფილი კომისიის თავმჯდომარე მსჯავრდებულს, ძველი "მეგობრების" იმედად? 7. ახლა შეაწუხა "სინდისმა" იმ პატიმრების გამო, ვინც თავისი ცილისწამებით და ტყუილებით გაწირა? ყველა ამ და სხვა კითხვაზე პასუხი ცნობილია! ფაქტია, უკვე იმდენად გაეხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი ბიჭი, რომ ასეთი ფატალური შეცდომა დაუშვა!", - წერს ბესელია სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში მოინახულა. როგორც ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა ზაუტაშვილის სურვილით შედგა და ოთხი საათი გაგრძელდა. საკრებულოს დეპუტატი კვალიფიციური ადვოკატის კანდიდატურა შესთავაზა და მისი წამების საქმის გამოძიების დაჩქარებას დაჰპირდა.