საბერძნეთმა ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის ვალდებულება არ შეასრულა, - ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშის პროექტშია აღნიშნული.
"ბიბისის" ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ათენმა ნოემბერში ვერ მოახერხა მიგრანტების რეგისტრირება და შემოწმება. საბერძნეთს შექმნილი ვითარების გამოსწორებისთვის სამი თვე მისცეს. თუ ის ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მაშინ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს შეუძლიათ დროებით დახურონ თავიანთი საზღვრები.
გასულ თვეს საბერძნეთში 850 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე კი საბერძნეთის საზღვრებს კიდევ 44 000 მიგრანტი მიადგა. მათი უმრავლესობა საბერძნეთში ძირითადად თურქეთის გავლით ჩადის.