ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას არ გაცნობია.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ბაქრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რას ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს რუს კოლეგასთან შესახვედრად საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნია, განაცხადა, რომ კითხვის ავტორი მიხეილ ჯანელიძეს კარგად არ იცნობს.
"ლავროვის განცხადებას არ გავცნობივარ. კომპეტენციაში ეჭვის შეტანა იმას ნიშნავს, რომ არ იცნობენ ამ პიროვნებას, მის კომპეტენციას. ბატონი მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან კომპეტენტური, მათ შორის საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს მხარეს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის და ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც შეეხება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ბაქრაძემ.