პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობა უნდა გაიზაროდს.
როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 55-ე სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ჩვენ გვქონდა წინასწარი თათბირი იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობა და სტრატეგიული კომუნიკაცია გავაძლიეროთ ამ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით, რათა ის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების პროგრამები, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - ესაა ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულება, საკანონმდებლო რეფორმების მიმართულება, სხვადასხვა ტვინინგის პროგრამები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, დახმარების პროგრამები, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ამის შესახებ. მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, თუ როგორ ხდებდა ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ ცხოვრება საქართველოში იყოს უკეთესი, რათა შესაძლებლობათა სპექტრი გაფართოვდეს ნებისმიერი ადამიანისათვის იმისათვის, რომ მიიღოს უკეთესი განათლება, კომპანიებმა მოახდინონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და ა.შ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.