არ მაინტერესებს არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარი გამყალბებლის, მიხეილ მაჭავარიანის კომენტარები

არ მაინტერესებს არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარი გამყალბებლის, მიხეილ მაჭავარიანის კომენტარები

არ მაინტერესებს 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი გამყალბებლის, მიხეილ მაჭავარიანის კომენტარები არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის ბრალდებების საპასუხოდ განუცხადა.

"მე მაჭავარიანის კომენტატორი არ ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს ქვეყნის მთავარი გამყალბებლის, 20 წლის განმავლობაში მთავარი გამყალბებლის კომენტარები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, 700-კაციანი სამხედრო უბანი გარდაბანში, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა, "ახლა, როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით დაემატა".