ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელიდან ხედავ თანამშრომლობის სურვილს

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელიდან ხედავ თანამშრომლობის სურვილს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი პრემიერ-მინისტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება. კ

ლდიაშვილის განცხადებით, სასიამოვნოა როდესაც მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან თანამშრომლობის სურვილს ხედავს. იგი დარწმუნებულია რომ ეს თანამშრომლობა პროდუქტიულად გაგრძელდება. ამის შესახემ გიორგი კლდიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე მას პირადად დავეკონტაქტოთ და ამისთვის თავის საკონტაქტო ინფორმაციას გამოგვიგზავნიდა იქ დამსწრეებს. დღეს პირველ წერილად სწორედ მისი საკონტაქტო ინფორმაცია მივიღე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელიდან ხედავ თანამშრომლობის სურვილს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ასევე კონსტრუქციულად და პროდუქტიულად გაგრძელდება. ამის ვარაუდის ბევრი საფუძველი მაქვს.“ -გიორგი კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს გუშინ შეხვდა.