ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ნუკრი ქანთარიას განცხადება რეალობისგან შორსაა

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ნუკრი ქანთარიას განცხადება რეალობისგან შორსაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ვინ შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს მთავრობის გადასაწყვეტია.

"მე არ ვიცი. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქანთარიას ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ეთქვა.  

"მგონი არასწორი გამონათქვამია. არამგონია, რომ ასეთი შეფასებები უნდა ჟღერდეს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კოლეგის მისამართით ვიწრო წრეში, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ ასეთი განცხადებები არასწორია. მითუმეტეს, რომ ძალიან შორს არის რეალობისგან. სამუშაო სტაჟი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ამოცანები და დავალება, რომელიც შეიძლება იყოს დასმული კონკრეტული სახელმწიფო მოხელის მიმართ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრიც შესანიშნავად შეასრულებს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი "წინა" არ გააჩნია. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.