საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა.
წარდგენილი კანდიდატების ვინაობას ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 18:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე დაასახელებს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.